საფრანგეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა

17:21, 24.12.2020

საფრანგეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ მიერ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

საფრანგეთში ვაქცინაციის კამპანია სავარაუდოდ კვირას დაიწყება. თავდაპირველად ვაქცინას ექიმები და ხანდაზმულები გაიკეთებენ.

საფრანგეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 2 562 615 დადასატურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 62098 ადამიანი.

მსგავსი