საფრანგეთის მაიენის რეგიონში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა
საფრანგეთის მაიენის რეგიონში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

საფრანგეთის მაიენის რეგიონში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე მიიღეს.

პირბადის ტარება რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში იქნება აუცილებელი.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, მაიენში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რთული ვითარებაა.

ამასთან, აგვისტოდან პირბადის ტარება შესაძლოა, მთელი საფრანგეთის მაშტაბით გახდეს სავალდებულო.

დატოვე კომენტარი