საფრანგეთის ლიგის თასის ფინალი გადადებულია
საფრანგეთის ლიგის თასის ფინალი გადადებულია

საფრანგეთის ლიგის თასის ფინალი „ლიონსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის კორონავირუსის გამო გადაიდო.

ტურნირის ხელმძღვანელობამ შემხვედრი ნაბიჯი გადადგა ორივე კლუბისკენ, რომლებსაც არ უნდოდათ მაყურებლების გარეშე თამაში. ფინალი დაგეგმილი იყო 4 აპრილს, „სტად დე ფრანსზე“. მატჩის ჩატარების ახალი თარიღი, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე გამოაცხადეს საფრანგეთის ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის მატჩების უმაყურებლებოდ ჩატარება 15 აპრილამდე.

ამ მომენტისთვის, საფრანგეთში ინფიცირებულთა რიცხვი 1700 ადამიანს შეადგენს, გარდაიცვალა 33 ადამიანი.