საფრანგეთის ლიგა 18 გუნდამდე შემცირდება #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 18 გუნდამდე შემცირდება #1TVSPORT

ლიგა 1-ის კლუბებმა მოილაპარაკეს საფრანგეთის მთავარ დივიზიონში გუნდების 20-დან 18-მდე შემცირების შესახებ.

ელოდებიან, რომ ამგვარი შემცირება მოხდება 2022-23 წლების სეზონიდან, მაგრამ გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში 2023-24 წლების სეზონიდან შევა. იგივე ინიციატივას ლიგა 2-ის კლუბები კვირის განმავლობაში განიხილავენ.

თუ ინიციატივას დაამტკიცებენ, 2022-23 წლების სეზონის ბოლოს ლიგა 1-დან ოთხი გუნდი გავარდება, ხოლო ლიგა 2-დან ორი დაემატება.