საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენისა“ და „ლიონის“ მატჩი განახლდა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენისა“ და „ლიონის“ მატჩი განახლდა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურის შეხვედრა ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენსა“ და გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ შორის პირველი ტაიმის 44-ე წუთზე შეწყდა (ანგარიში 1:0 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ), მაგრამ მალე განახლდა.

ანგარიში „ენტ-ეტიენმა“ მე-10 წუთზე ლუკას სტასინის თავური დარტყმით გახსნა. 37-ე წუთზე გოლის გატანის შანსი დავითაშვილსაც ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა მომენტით ვერ ისარგებლა. მატჩი შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე შეწყდა, რისი მიზეზიც მსაჯის ასისტენტის მისამართით ტრიბუნებიდან ნასროლი საგანი გახდა.

საფრანგეთის პროფესიული ლიგის კრიზისების განყოფილება ოპერატიულად შეიკრიბა და მსჯელობის შემდეგ მატჩის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.