საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ზურიკო დავითაშვილი გამოარჩია #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ზურიკო დავითაშვილი გამოარჩია #1TVSPORT

11 საგოლე მოქმედება (7 გოლი, 4 საგოლე გადაცემა) – ასეთია მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილის შედეგიანობა – საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ამ ლაკონური პოსტით „სენტ-ეტიენის“ ქართველი ლეგიონერი კიდევ ერთხელ გამოარჩია.

დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა – „ანჟესთან“ ქართველი ლეგიონერი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

Whoscored-მა ქართველ შემტევს 7.8 ქულა დაუწერა, რაც ივან კორდონას შემდეგ, რომელმაც დუბლი შეასრულა, მეორე საუკეთესო შეფასება იყო. Sofascore-მა დავითაშვილს უფრო მაღალი ქულა (8.1) დაუწერა – იმდენივე, რაც „ანჟეში“ დუბლის ავტორს, ჰიმად აბდელს.