საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი - ზურიკო დავითაშვილი „ქართველი ბრილიანტია“ [ვიდეო] #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილს, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი, ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა, ტურნირის ოფიციალურმა გვერდმა პოსტი მიუძღვნა და „ქართველი ბრილიანტი“ უწოდა.
„ზურიკო დავითაშვილი „ქართველი ბრილიანტია“. მან „სტრასბურთან“ გოლი ბრწყინვალე სოლო რეიდის შემდეგ გაიტანა“, – წერს საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდის ინგლისურენოვანი ვერსია.
დავითაშვილმა ლიგა 1-ის 31-ე ტურში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „სტრასბურთან“ წაგებულ შეხვედრაში (1:3) ეფექტური გოლი გაიტანა და სადებიუტო სეზონში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.