საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/2026 წლის სეზონის კალენდარი ცნობილია #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/2026 წლის სეზონის კალენდარი ცნობილია #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-მა 2025/2026 წლის სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ ასპარეზობას 17 აგვისტოს „ნანტთან“ შეხვედრით დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ ახალ კალენდარში ფიგურირებს „ლიონიც“. გიორგი მიქაუტაძის გუნდი ფინანსური რეგულაციების დარღვევის გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს, თუმცა კლუბს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს და სანამ საბოლოო ვერდიქტი გამოცხადდება, გუნდი კალენდარში დარჩება. ამჟამინდელი მოცემულობით, „ლიონის“ პირველი მეტოქე „ლანსი“ იქნება.

დიდი პაუზის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალ სეზონში პარიზული დერბი შედგება. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „პარიზს“ 4 იანვარს უმასპინძლებს, ხოლო გასვლით შეხვედრას ჩემპიონატის ბოლო ტურში, 16 მაისს გამართავს.

„პარი სენ-ჟერმენის“ კალენდარი 2025/2026 წლის სეზონისთვის: