საფრანგეთის კუნძულ ახალ კალედონიაზე დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი იმართება
საფრანგეთის კუნძულ ახალ კალედონიაზე დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს. „გსურთ თუ არა, ახალმა კალედონიამ სრული სუვერენიტეტი მოიპოვოს და გახდეს სამოუკიდებელი“, – ამ კითხვაზე პასუხის გაცემით ადგილობრივებს კუნძულის მომავალის გადაწყვეტა მოუწევთ.
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია, ახალი კალედონია წყნარ ოკეანეში, მელანეზიის რეგიონში მდებარეობს. კუნძული ევროპული სახელმწიფოს კოლონია 1853 წელს გახდა. 1987 წელს კი დამოუკიდებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით პირველი რეფერენდუმი გაიმართა, თუმცა მაშინ მოსახლეობამ საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.