საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზის გარეუბანში უკანონოდ მოწყობილი ლტოლვილთა ბანაკიდან მიგრანტების გამოსახლება დაიწყო
საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზის გარეუბანში უკანონოდ მოწყობილი ლტოლვილთა ბანაკიდან მიგრანტების გამოსახლება დაიწყო

საფრანგეთის ხელისუფლებამ დღეს დილიდან პარიზის გარეუბანში უკანონოდ მოწყობილი ლტოლვილთა ბანაკიდან მიგრანტების გამოსახლება დაიწყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

პოლიცია მიგრანტებს სხვადასხვა ბანაკში გადანაწილებას სთავაზობს. უკანონოდ მოწყობილ ბანაკში ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. მათი უმეტესობა ავღანელია, თუმცა ბანაკს თავს აფარებდნენ ასევე ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩასული მიგრანტები.

სამართალდამცველების განცხადებით, ბანაკის მოწყობის შემდეგ, დედაქალაქის გარეუბანში სანიტარული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამასთან, ბანაკში ტუბერკულოზის და სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირები იმყოფებოდნენ.