საფრანგეთის ხელისუფლება რუსეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა
საფრანგეთის ხელისუფლება რუსეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ეს რეკომენდაცია საფრანგეთის მთავრობამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ევროკავშირმა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება გამოაცხადა.
როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთსა და ევროპას შორის საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით მზარდი შეზღუდვების გამო, მტკიცედ არის რეკომენდებული, რომ რუსეთში მყოფმა საფრანგეთის მოქალაქეებმა (ტურისტებმა, ვიზიტორებმა, სტუდენტებმა, მივლინებით მყოფმა პროფესიონალებმა) ორგანიზება გაუწიონ ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებას არსებული საჰაერო კავშირებით.
ამასთან, უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, გადადონ რუსეთში დაგეგმილი ვიზიტები.