საფრანგეთის ხელისუფლება პარიზსა და მის ახლომდებარე დასახლებებში კორონავიურსის 1,3 მილიონ ტესტს ჩაატარებს
საფრანგეთის ხელისუფლება პარიზსა და მის ახლომდებარე დასახლებებში კორონავიურსის 1,3 მილიონ ტესტს ჩაატარებს

საფრანგეთის ხელისუფლება პარიზსა და მის ახლომდებარე დასახლებებში კორონავიურსის 1,3 მილიონ ტესტს ჩაატარებს. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანიმ განაცხადა, ექსპერიმენტის მიზანს ვირუსის გავრცელების ფარული წყაროებისა და კლასტერების გამოვლენა წარმოადგენს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტესტირება 30 რაიონში ჩატარდება. მოქალაქეებს ექსპერიმენტში ჩასატარებლად სამინისტრო თავად მიიწვევს. ოლივიე ვერანის თქმით, თუ ეს ცდა წარმატებული აღმოჩნდა, აღნიშნულ მეთოდს საფრანგეთის სხვა ნაწილებშიც მიმართავენ.

„ჩვენ ვირუსის პიკი გადავიარეთ მარტსა და აპრილში, მაგრამ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ხანგრძლივ შეკრებებს და საფრთხის შემცველ ქმედებებს“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.