საფრანგეთის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კატალონიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ

00:46, 25.07.2020

საფრანგეთის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, კატალონიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. ამის მიზეზად ესპანეთის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა სახელდება.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის თქმით, მთავრობა უახლოეს ხანში გაამკაცრებს უსაფრთხოების ზომებს ქვეყნის საზღვრებზე, ხოლო 16 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წინ ვირუსის ტესტის ჩატარება სავალდებულო იქნება.

ე.წ. წითელ სიაში არიან: აშშ, ალჟირი, მაროკო, სერბია, მონტენეგრო, თურქეთი, ისრაელი, ყატარი, ინდოეთი, მექსიკა, ბრაზილია და ჩილე.

ამ ქვეყნების მოქალაქეებს ტესტის გაკეთება აეროპორტშივე მოუწევთ.

მსგავსი