საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული კოვიდინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

10:14, 21.03.2021

საფრანგეთის საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 4 353 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რაც 2021 წელს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 35 327 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და „კოვიდ-19“-ით 185 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 92 167 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ექვსმა მილიონმა ადამიანმა გაიკეთა, რაც ქვეყნის მოსახლეობის ცხრა პროცენტს შეადგენს.

მსგავსი