საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად იზრდება
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად იზრდება

საფრანგეთში კორონავიურსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა გააკეთა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში ვირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი გაუთანაბრდა იმ პერიოდის მონაცმებს, როდესაც საფრანგეთში ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

„ვხედავთ, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად იზრდება, არადა ბოლო 13 კვირაა, ინფიცირებულთა რიცხვი იკლებდა“, – განაცხადა ოლივეი ვერანმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ახალი ინფიცირებულების უმეტესობა ახალგაზრდაა. ამის გამო, ოლივიე ვერნმა მოუწოდა ახალგაზრდა მოქალქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია და სიფრთხილე გამოიჩინონ.

„უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა მზარდია. განსაკუთრებით ეს პარიზის რეგიონს ეხება. ახალგაზრდება არც კი იციან, რომ ინფიცირებულები არიან“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის პანდემიას 30 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გასულ კვირას ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ ერთ დღეში 1000-ს გადააჭარბა.