საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანას ვირუსის გავრცელების პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანას ვირუსის გავრცელების პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია

საფრანგეთს ვირუსის გავრცელების პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია და ჩვენ ჯერ კიდევ ეპიდემიის გაუარესების ფაზაში ვართ, – ეს განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიერ ვერანმა გააკეთა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები მანამ იქნება ძალაში, ვიდრე მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 98 984 ადამიანი არის ინფიცირებული, დაღუპულია 8 911.