საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთი კორონავირუსთან ბრძოლაში გაიმარჯვებს, თუმცა ამას დრო დასჭირდება
საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ს კიდევ 429 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით გამოწვეულ დაავადება „კოვიდ-19“-ს 47 127 ადამიანი შეეწირა.
მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი აცხადებს, რომ საფრანგეთი კორონავირუსთან ბრძოლაში გაიმარჯვებს, თუმცა ამას დრო დასჭირდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთში კორონავირუსის მეორე ტალღის გამო გამოცხადებული მკაცრი კარანტინის შედეგად მოქალაქეთა მენტალური ჯანმრთელობა გაუარესდა.
საფრანგეთის საავადმყოფოებში ამჟამად „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებულია 32 345 ადამიანი, მათგან 4 653 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.
DIRECT 🔴 Covid-19 : suivez la conférence de presse d’Olivier Véranhttps://t.co/FuuherSL3Y pic.twitter.com/xFLpBrHdio
— franceinfo (@franceinfo) November 19, 2020