საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ანგარიში – სკოლის მოსწავლეების აქციებზე 6 800 ადამიანი დააკავეს, მათგან 86% არასრულწლოვანია, პატიმრობა 21 ადამიანს შეეფარდა, მათ შორის ექვს არასრულწლოვანს

15:26, 09.10.2026

საფრანგეთში, სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციების დაწყებიდან პოლიციამ 6 800 ადამიანი დააკავა.

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ დაკავებულთა 86% არასრულწლოვანია.

ანგარიშის თანახმად, 21 ადამიანი პატიმრობაში იმყოფება, ხოლო 2 376 პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი პატიმრობა 21 ადამიანს შეეფარდა, მათ შორის 15 სრულწლოვანსა და ექვს არასრულწლოვანს.

ამასთან, საფრანგეთის აქციებს გაერო-ში გამოეხმაურნენ. როგორც ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა, შაბია მანტუსმა განაცხადა, გაერო ყურადღებით აკვირდება მოსწავლეთა საპროტესტო აქციებსა და სკოლების ბლოკირებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს, რომელთა ნაწილი ძალადობაში გადაიზარდა.

„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციებსა და სკოლების ბლოკირებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს, რომელთა ნაწილი ძალადობრივი გახდა“, – განაცხადა მანტუმ და ყველა მხარეს მოუწოდა, უზრუნველყონ საპროტესტო აქციების მშვიდობიანად ჩატარება.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოსწავლეები, სტუდენტები და პროფკავშირები სასწავლო დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციებისა და სასწავლო დაწესებულებების ბლოკირების გამო 141 საშუალო სკოლა კვლავ დახურულია.

მსგავსი