საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი - თუ სირიაში ან ერაყში საფრანგეთიდან ჩასულ რადიკალებს სიკვდილით დასჯას მიუსჯიან, საქმეში ჩავერევით
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი - თუ სირიაში ან ერაყში საფრანგეთიდან ჩასულ რადიკალებს სიკვდილით დასჯას მიუსჯიან, საქმეში ჩავერევით

თუ სირიაში ან ერაყში საფრანგეთიდან ჩასულ რადიკალებს სიკვდილით დასჯას მიუსჯიან, საქმეში საფრანგეთის ხელისუფლება ჩაერევა, – ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, ნიკოლ ბელუბემ განაცხადა.

„საფრანგეთის ხელისუფლება ჩაერევა და მოლაპარაკებებს დაიწყებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველი კონკრეტული შემთხვევა ცალკეულად განიხილება“, – განაცხადა ბელუბემ.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს არ განუმარტავს, კონკრეტულად როგორ აპირებს საფრანგეთის ხელისუფლება ამ პროცესებში ჩარევას.

2017 წლის ნოემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ფრანგი რადიკალები, რომლებიც რადიკალურ მოძრაობებს შეუერთდნენ ერაყში, ერაყის სასამართლოს წინაშე აგებდნენ პასუხს და საფრანგეთი მათ გადაწყვეტილებებს აღიარებდა. მოგვიანებით მთავრობამ დააზუსტა, რომ როცა საქმე ქალებსა და ბავშვებს ეხება, საფრანგეთის მთავრობა განხილვაში ჩაერეოდა.

წლის დასაწყისში ბაღდადის სასამართლომ მაროკოელი წარმოშობის გერმანიის მოქალაქეს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ფრანგული გამოცემა Figaro-ს ცნობით, ამ დროისთვის ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებას საფრანგეთის მოქალაქე კიდევ ორი ქალი ელოდება.