საფრანგეთის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 5 402 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
საფრანგეთის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 5 402 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

საფრანგეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი პაციენტების რაოდენობა 102-ით შემცირდა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 5 402 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 244 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 105 387 ადამიანი.

დატოვე კომენტარი