საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - მბაპეს აღარ სურდა ნაკრებში თამაში #1TVSPORT
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - მბაპეს აღარ სურდა ნაკრებში თამაში #1TVSPORT

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ გაიხსენა ისტორია, როცა კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლა უნდოდა.

„ჩვენ ერთმანეთს ევრო 2020-ის შემდეგ შევხვდით. მას მიაჩნდა, რომ ფედერაციამ არ დაიცვა ის კრიტიკისგან და ნეგატივისგან, რაც სოციალურ ქსელებში გაფუჭებულ პენალტს მოჰყვა.

ის გაბრაზებული იყო და აღარ სურდა საფრანგეთის ნაკრებში თამაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა სრული სერიოზულობით ნათქვამი, ის, უბრალოდ, ძალიან განაწყენებული იყო შვეიცარიასთან წაგებით, რადგან გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.

ის შესანიშნავი ბიჭია და იმაზე მეტად გუნდური მოთამაშეა, ვიდრე ფანებს ეჩვენებათ“, – განაცხადა ლე გრემ.