საფრანგეთის ელჩი - ვგმობთ „ბორდერიზაციასა“ და ყველა ფაქტს, რაც დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის
საფრანგეთის ელჩი - ვგმობთ „ბორდერიზაციასა“ და ყველა ფაქტს, რაც დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ საქართველოს მთავრობასთან კარგ პარტნიორებად ვგრძნობთ თავს, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა.

ელჩმა დაგმო საოკუპაციო რეჟიმის მიერ მცოცავი ოკუპაციის პროცესი, ე.წ. ბორდერიზაცია.

„დილით ჩვენ „ტვიტერში“ გამოვაქვეყნეთ პოსტი, სადაც აღვნიშნეთ, თუ რამდენად ვგმობთ „ბორდერიზაციას“ და ყველაფერს, რაც დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ეს საკითხი განიხილებოდა ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, რის გამოც, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.