საფრანგეთის ელჩი - მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმებს ევროპულ გზაზე, მოვუწოდებთ ყველა აქტორს, იმუშაონ ერთად
საფრანგეთის ელჩი - მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმებს ევროპულ გზაზე, მოვუწოდებთ ყველა აქტორს, იმუშაონ ერთად

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გაწვევას მიესალმება.

საფრანგეთის ელჩმა მოუწოდა საქართველოში ყველა აქტორს, ერთად იმუშაონ ევროპულ გზაზე განსახორციელებელი რეფორმებისთვის.

„მივესალმები უცხოური გავლენების კანონის პროექტის გამოწვევასთან დაკავშირებით განცხადებას. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმებს მის ევროპულ გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოში ყველა აქტორს, იმუშაონ ერთად, როგორც პარტნიორებმა, ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.