საფრანგეთის ელჩი - ახალგაზრდები საქართველოს ევროპული და დემოკრატიული გზის ერთგული არიან, ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალის მაჩვენებელი
საფრანგეთის ელჩი - ახალგაზრდები საქართველოს ევროპული და დემოკრატიული გზის ერთგული არიან, ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალის მაჩვენებელი

ახალგაზრდები საქართველოს ევროპული და დემოკრატიული გზის ერთგული არიან, ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალის მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა, რომელიც „ევროპის უნივერსიტეტისა“ და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ ესეების კონკურსის პირველ ეტაპს დაესწრო.

„ჩვენ ერთი თვის წინ წამოვიწყეთ ახალგაზრდებისთვის კონკურსი, რომლის თემაც ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ კონკურსის თანაორგანიზატორ ევროპის უნივერსიტეტს. დღეს ძალიან ბევრი სტუდენტი მოვიდა, 200-ზე მეტი აპლიკაცია მივიღეთ. კონკურსი ტარდება როგორც ვიცი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ასევე რეგიონებში ინტერნეტის მეშვეობით. ეს დიდი წარმატებაა და აჩვენებს, რომ ახალგაზრდები ერთგული არიან საქართველოს განვითარების ევროპული და დემოკრატიული გზის. როდესაც ამას ვხედავ, ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალის მაჩვენებელი“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.