საფრანგეთის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პეკინში შეხვედრის დროს შეთანხმდნენ სოფლის მეურნეობის, ბირთვული ენერგიისა და სხვა საკითხებზე თანამშრომლობაზე
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ჟან-ნოელ ბარო პეკინში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრისას ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი და საფრანგეთი მიმდინარე წელს სამ მაღალი დონის დიალოგს გამართავენ სტრატეგიულ, ეკონომიკურ, ფინანსურ და კულტურულ საკითხებზე.
„საერთაშორისო ლანდშაფტის ღრმა ცვლილებების ფონზე ორივე მხარემ, როგორც ყოვლისმომცველმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, უნდა დაუჭირონ მხარი მულტილატერალიზმს“, – განაცხადა ვანგ იმ ჟან- ნოელ ბაროსთან შეხვედრის შემდეგ.
მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ სოფლის მეურნეობაში, ბირთვულ ენერგიასა და სხვა საკითხებზე.
ამასთან, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა თავიანთი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა კლიმატის გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით.
„ჩინეთი მტკიცეა კლიმატის საერთაშორისო მმართველობის წინსვლისა და კლიმატის გამოწვევების გადაჭრის ვალდებულებაში“, – განაცხადა ვანგ იმ.