საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში პსჟ-ს ექვსი ფეხბურთელია
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში პსჟ-ს ექვსი ფეხბურთელია

ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა „ეკიპმა“ შეადგინა საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლური ნაკრები. საუკეთესოთა შორის „პარი სენ-ჟერმენის“ ექვსი მოთამაშე მოხვდა:

სტივ მანდანდა (მარსელი), ხუან ბერნატი (პარი სენ-ჟერმენი), იუსეფ ატალი (პარი სენ-ჟერმენი), იუსეფ ატალი (ნიცა), იუნის აბდელჰამიდი (რენი), მარკო ვერატი (პარი სენ-ჟერმენი), დიმიტრი ლიენარი (სტრასბური), ანხელ დი მარია (პარი სენ-ჟერმენი), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ვისამ ბენ იედერი (მონაკო).

პირველი წრის შემდეგ, გათამაშების ცხრილს ლიდერობს „პარი სენ-ჟერმენი“, რომელიც უახლოეს მდევარს „მარსელს“ შვიდი ქულით უსწრებს.