საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში კილიან მბაპესა და თომას ტუხელს შორის კონფლიქტი წარმოიშვა (ვიდეო)
საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში კილიან მბაპესა და თომას ტუხელს შორის კონფლიქტი წარმოიშვა (ვიდეო)

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ არ დამალა უკმაყოფილება მას შემდეგ, რაც „მონპელიესთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩის დროს მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მოედნიდან გაიყვანა. 68-ე წუთზე ფრანგის ნაცვლად მინდორზე მაურო იკარდი შევიდა. იმ მომენტისთვის პსჟ 5:0-ს იგებდა. მბაპეს ანგარიშზე ერთი გოლი იყო.

შეცვლის შემდეგ, მბაპემ დაანახა ტუხელს, რომ უკმაყოფილო იყო მისი გადაწყვეტილებით. გერმანელმა სპეციალისტმა სცადა რაღაც აეხსნა ფორვარდისთვის, მაგრამ მბაპეს მოსმენა არ უნდოდა. საბოლოოდ, 21 წლის ფეხბურთელმა რაღაც უთხრა მწვრთნელს, ხელი აიქნია და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა.

„მე მწვრთნელი ვარ. ვიღაცამ ხომ უნდა გადაწყვიტოს – ვინ გავიდეს მოედნიდან და ვინ შევიდეს. ეს ცუდი მომენტებია, რადგან უარყოფითად მოქმედებს სულის მდგომარეობაზე. ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ და არა ჩოგბურთს. მბაპე ჭკვიანია და მას კარგი მენტალიტეტი აქვს, ამიტომაც, ჩვენ არ გვჭირდება ამგვარი სიტუაციები.

ცუდი ამბავია, რადგან ეს წარმოშობს განხილვებს., რაც ყურადღებას გვიფანტავს და გავლენას ახდენს ჩვენზე. გაბრაზებული არ ვარ, ნაღვლიანი ვარ, რადგან ეს ყველაფერი ზედმეტი იყო“, – თქვა მატჩის შემდეგ ტუხელმა.

22 ტურის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენი“ 55 ქულით ლიდერობს საფრანგეთის ჩემპიონატს.

დატოვე კომენტარი