საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია მგზავრებს აფრთხილებს, რომ უხვი თოვლის გამო, საფრანგეთის, ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში შეფერხებებია მოსალოდნელი.
„თოვლის გამო, შეფერხებებია მანჩესტერის, პარიზის, ლილისა და ბრიუსელის აეროპორტებში“, – ნათქვამია „ევროკონტროლის“ განცხადებაში.