საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი იქნება
საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი იქნება

საფრანგეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ახალი პრემიერი შრომის ყოფილი მინისტრი ელისაბედ ბორნი იქნება.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საფრანგეთის მთავრობას ქალი მეორედ უხელმძღვანელებს.

მანამდე, საფრანგეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა საფრანგეთის პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.

საფრანგეთის მთავრობაში ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტად ემანუელ მაკრონის მეორე ვადით არჩევის მოჰყვა.