საფრანგეთის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციები იმართება
საფრანგეთის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციები იმართება

საფრანგეთში უკვე მეორე დღეა, საპენსიო რეფორმის გამო აქციები იმართება, რის გამოც პარიზში შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა.

პარიზსა და ქალაქის გარეუბნებში დილიდან საცობია. მეტრომ მუშაობა მხოლოდ ნაწილობრივ განაახლა.

გუშინ აქცია ქვეყნის 50 ქალაქში ჩატარდა. მთავარი აქცია დედაქალაქში გაიმართა, რის გამოც გუშინ პარიზში დახურული იყო მუზეუმები და ეიფელის კოშკი.

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობა 800 ათასმა ადამიანმა მიიღო.