საფრანგეთი ვაქცინირებული პირებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობებს ამსუბუქებს, არავაქცინირებულებისთვის კი ამკაცრებს
საფრანგეთი ვაქცინირებული პირებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობებს ამსუბუქებს, არავაქცინირებულებისთვის კი ამკაცრებს

საფრანგეთი ვაქცინირებული პირებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობებს ამსუბუქებს, არავაქცინირებულებისთვის კი ამკაცრებს.

პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის განმარტებით, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინებით („ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ , „ჯონსონ ენდ ჯონსონი“) აცრილი პირებისთვის ტესტის უარყოფითი პასუხების წარდგენა საჭირო აღარ იქნება.

არავაქცინირებულმა პირებმა კი, რომლებიც ქვეყანაში შესვლას გაერთიანებული სამეფოდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, კვიპროსიდან, ნიდერლანდებისა და საბერძნეთიდან მოისურვებენ, 18 ივლისიდან საზღვარზე უნდა წარადგინონ „კოვიდ-19“-ის ნეგატიური ტესტი, რომლის ხანდაზმულობაც 24 საათზე ნაკლებია.

10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ ტუნისიდან, მოზამბიკიდან, კუბიდან და ინდონეზიიდან შესვლის მსურველ მგზავრებს, რომლებმაც მოგზაურობის მიზეზიც უნდა განმარტონ და უარყოფითი ტესტის პასუხიც წარადგინონ. აღსანიშნავია, რომ ზემოთჩამოთვლილი ქვეყნები საფრანგეთის ე.წ. „წითელ სიაში“ ფიგურირებენ.

დატოვე კომენტარი