საფრანგეთი უკრაინას AMX-10 ტიპის მსუბუქ ტანკებსა და „ბასტიონის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტს გადასცემს
საფრანგეთი უკრაინას AMX-10 ტიპის მსუბუქ ტანკებსა და „ბასტიონის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტს გადასცემს. ამის შესახებ საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.
მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
„თქვენი ლიდერობა დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას“, – წერს ზელენსკი „ტვიტერში“.
Had a long and detailed conversation with President of France @EmmanuelMacron on the current situation. Thanked for the decision to transfer light tanks and Bastion APCs to Ukraine, as well as for intensifying work with partners in the same direction. 1/2
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 4, 2023