საფრანგეთი თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის განსახილველად ანტიტერორისტული კოალიციის საგანაგებო სხდომის გამართვას ითხოვს
საფრანგეთი თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის განსახილველად ანტიტერორისტული კოალიციის საგანაგებო სხდომის გამართვას ითხოვს

საფრანგეთი თურქეთის მიერ სირიაში წამოწყებული სამხედრო ოპერაციის განსახილველად, ანტიტერორისტული კოალიციის საგანაგებო სხდომის გამართვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა გააკეთა.

ფრანგი დიპლომატის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ შექმნილი მდგომარეობით ისარგებლოს.

„ანტიტერორისტული კოალიციის წევრებმა უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ვიმოქმედოთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს იმ ადგილების უსაფრთხოება, სადაც ტერორისტები იმყოფებიან. თურქეთმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს“, – განაცხადა ლე დრიანმა.

თურქეთმა 10 ოქტომბერს წამოიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“. ამის გამო ანკარა ევროპაში მკაცრად გააკრიტიკეს.

თურქეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ სამხედრო ოპერაცია სირიაში იქნება „გარანტია, რომ „ისლამური სახელმწიფო რეგიონში აღზევებას ვეღარასდროს შეძლებს.“