საფრანგეთი ქვეყანაში ჩასული პირებისთვის მინიმუმ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესებას გეგმავს

23:48, 02.05.2020

საფრანგეთი ქვეყანაში ჩასული პირებისთვის მინიმუმ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ამის შესახებ საუბარია საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონში, რომელიც ორშაბათს ქვეყნის პარლამენტმა უნდა განიხილოს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 24 მარტს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 24 ივლისამდე უნდა გახანგრძლივდეს, თუმცა დროის ამ პერიოდში მკაცრი შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

მსგავსი