საფრანგეთი: ქაოსის სცენები „ლიდლის“ მაღაზიებში ვენტილატორების გაყიდვისას (ვიდეო)
ხუთშაბათს, 2 ივნისს, „ლიდლის“ მაღაზიებთან დიდი აჟიოტაჟი მას შემდეგ შეიქმნა, რაც გაყიდვაში დაახლოებით 200 000 ვენტილატორი და კონდიციონერი გამოიტანეს.
შაბათ-კვირისთვის ნავარაუდევი ანომალიური სიცხეების ფონზე, ადამიანები მთელ საფრანგეთში „ლიდლის“ მაღაზიებთან დილიდანვე იკავებდნენ რიგებს და მათი გახსნისთანავე შიგნით შეჭრას ლამობდნენ, რათა ვენტილატორები და კონდიციონერები შეეძინათ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ აწვებიან და ეჯაჯგურებიან მყიდველები ერთმანეთს მაღაზიის შუა დერეფანში, რათა ვენტილატორი ან კონდიციონერი ჩაიგდონ ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი მათგანი მაღაზიიდან მაინც ხელცარიელი წავიდა.
ეს კადრები პარიზის გარეუბან ნუეი-სიურ-მარნში მდებარე „ლიდლის“ ერთ-ერთ ფილიალში შექმნილ სიტუაციას ასახავს.