საფრანგეთის საგარეო უწყება პაკისტანის ხელისუფლებისგან ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს
საფრანგეთის საგარეო უწყება პაკისტანის ხელისუფლებისგან ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პაკისტანის ხელისუფლებისგან ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

პაკისტანის ადამიანთა უფლებების დაცვის ფედერალურმა მინისტრმა, შირინ მაზარიმ საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მუსლიმებს ისე ექცევა, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები ებრაელებს ექცეოდნენ.

მაზარის განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აგნეს ფონ დერ მიული გამოეხმაურა.

„ეს სიძულვილის და ძალადობის იდეოლოგიით გაჟღენთილი სიტყვები აღმაშფოთებელი ტყუილია. ასეთი ცილისწამება შეუსაბამოა ამ დონის პასუხისმგებლობის მქონდე პირისთვის. ჩვენ მათ მკიცედ უარვყოფთ. პაკისტანმა აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტებები და დაუბრუნდეს პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის გზას“, – განაცხადა ფონ დერ მიულმა.