საფრანგეთი მზადაა, მიგრანტებით სავსე გემი Aquarius-ი მიიღოს
საფრანგეთი მზადაა, მიგრანტებით სავსე გემი Aquarius-ი მიიღოს

საფრანგეთი მზადაა, მიგრანტებით სავსე გემი Aquarius-ი მიიღოს. როგორც ცნობილია, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სaუბრის დროს ესპანელ კოლეგასთან, ჟოზეფ ბორელთან გემის მიღების მზადყოფნა გამოთქვა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ საქმე ეხება იმ მიგრანტებს, რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობაში არსებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიგრანტების სავალდებულო შემოწმება მოხდება. პროცესს ესპანეთში მოქმედი საფრანგეთის საიმიგრაციო სამსახური ჩაატარებს.

ჰუმანიტარული ორგანიზაცია SOS Méditerranée-ის სამაშველო გემი, რომელზეც 629 მიგრანტი იმყოფება, ველანსიის პორტისკენ მიემართება და დანიშნულების ადგილამდე 16 ივნისს მიაღწევს.

Aquarius-ზე მყოფი მიგრანტების მიღებაზე მანამდე იტალიამ და მალტამ უარი განაცხადეს. რის შემდეგაც გემის მიღების ინიციატივით ესპანეთი გამოვიდა. საიმიგრაციო კრიზისმა კი ევროპელ ლიდერებს შორის უთანხმოება გამოიწვია.