საფრანგეთი მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვას

10:47, 24.12.2025
epa11274639 France's Deputy Minister for Europe, Jean-Noel Barrot, arrives for the signing of agreements during a visit by Albania's prime minister at the presidential Elysee Palace, in Paris, France, 12 April 2024.  EPA/LUDOVIC MARIN / POOL  MAXPPP OUT

ევროპის ხალხი თავისუფალი და სუვერენულია, არ დაუშვებენ, რომ მათი ციფრული სივრცის მარეგულირებელი წესები სხვებმა დააწესონ, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს.

მისივე თქმით, საფრანგეთი მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვას.

„ციფრული სერვისების შესახებ კანონი (DSA) ევროპაში დემოკრატიულად იყო მიღებული, რათა, რაც უკანონოა ინტერნეტსივრცის მიღმა, ასევე უკანონო იყოს ინტერნეტსივრცეში. მას აბსოლუტურად არანაირი ექსტრატერიტორიული გავლენა არ აქვს და არანაირად არ მოქმედებს შეერთებულ შტატებზე. ევროპის ხალხი თავისუფალი და სუვერენულია და არ დაუშვებენ, რომ მათი ციფრული სივრცის მარეგულირებელი წესები სხვებმა დააწესონ“, – წერს ჟან-ნოელ ბარო.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.

მსგავსი