საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას უახლოეს პერიოდში დაიწყებს
საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას უახლოეს პერიოდში დაიწყებს

საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას უახლოეს კვირებში დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის მთავრობა გაავრცელა. მათივე ცნობით, შეზღუდვები სამ ეტაპად მოიხსნება, რათა თავიდან იყოს აცილებული კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელება.

„შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 1 პირველ დეკემბერს დაიწყება, მეორე ეტაპი საშობაოდ შევა ძალაში, ხოლო მესამე 2021 წლის იანვარში“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 17 881 შემთხვევა გამოვლინდა.