საფრანგეთი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ რუსეთის ექვს მოქალაქეს აძევებს
საფრანგეთი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ რუსეთის ექვს მოქალაქეს აძევებს

საფრანგეთი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ რუსეთის ექვს მოქალაქეს აძევებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექვსი პირი მუშაობდნენ დიპლომატიური საფარქვეშ საფრანგეთის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

საგარეო უწყების ცნობით, საშინაო დაზვერვის სამსახურმა 10 აპრილს ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ გამოავლინა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩატარებული საიდუმლო ოპერაცია. უწყებას რუსული მხარის მიერ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით დეტალები არ გაუსაჯაროებია.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერარლდ დარმანინმა დაწერა, რომ ფრანგულმა სპეცსამსახურებმა აღკვეთეს რუსი საიდუმლო აგენტების ქსელი, რომელიც საფრანგეთის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობდა.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციისა და რუსეთის ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების საპასუხოდ, გასულ კვირას საფრანგეთის ხელისუფლებამ, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, 35 რუსი დიპლომატი გააძევა.