საფრანგეთი, გერმანია, უკრაინა და რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ
საფრანგეთი, გერმანია, უკრაინა და რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რის შედეგადაც, უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.
გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
უკრაინა დონბასის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტთა ჯგუფს ებრძვის. უკრაინული მხარის ინფორმაციით, 2014 წლიდან მოყოლებული კონფლიქტს 14 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.