საფრანგეთი და უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ხელშეკრულებას გააფორმებენ
საფრანგეთი და უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ხელშეკრულებას გააფორმებენ

საფრანგეთი და უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ხელშეკრულებას გააფორმებენ. ფრანგული მედია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორმხრივ შეთანხმებას 16 თებერვალს მოაწერენ ხელს.

მაკრონმა იანვარში განაცხადა, რომ თებერვალში გეგმავდა უკრაინაში ჩასვლას, მაგრამ მისმა გუნდმა დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა. მოგვიანებით ვიზიტის გაუქმების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. იანვარში საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, მოემზადონ უკრაინის მხარდასაჭერად იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი დახმარებას შეწყვეტს.

პარალელურად, ზელენსკის ოფისში განაცხადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ასევე გაემგზავრება გერმანიაში კანცლერ ოლაფ შოლცთან შესახვედრად.