საფრანგეთი არალეგალ იმიგრანტებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სანაცვლოდ დახმარებას სთავაზობს 
საფრანგეთი არალეგალ იმიგრანტებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სანაცვლოდ დახმარებას სთავაზობს 

საფრანგეთის ხელისუფლება არალეგალ იმიგრანტებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სანაცვლოდ მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას, ფინანსური დახმარებას და დაბრუნების შემდეგ ქვეყანაში ინტეგრაციაში მხარდაჭერას სთავაზობს.

საფრანგეთში მოქმედი ამ პროგრამის მიზანია საფრანგეთში მყოფი არალეგალი მიგრანტებისა და იმ პირების სამშობლოში დაბრუნების წახალისება, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს. ​

იმიგრანტის სამშობლოში დაბრუნების ორგანიზებას საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისი (OFII) ახორციელებს.

​მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებისა და ფინანსური დახმარების გარდა, OFII დაბრუნების მსურველ იმიგრანტს ეხმარება სამშობლოში დასაქმებასა ან სამეწარმეო საქმიანობის დაწყებაში.

სამშობლოში დასაქმების პროგრამა მხოლოდ 29 ქვეყანაზე ვრცელდება, მათ შორის საქართველოსა და სომხეთზე.
ამასთან, სამშობლოში დაბრუნებულს საფრანგეთი სთავაზობს სამი სახის დახმარებას:
1.სოციალური სფეროში ჩართვა: დაბრუნებულისა და მისი ოჯახის დაბინავებას, ბინის ქირის გადახდას, ავეჯის ან ელექრომოწყობილობების ყიდვას, სამედიცინო ხარჯებს ან ბავშვების სასკოლო ხარჯების გადახდას.
2. სამსახური და პროფესიული განათლება: დახმარება სამსახურის ძებნაში, CV-ის შედგენაში, შესაძლებელია, სწავლის საფასურის ნაწილის ან ერთი წელის განმავლობაში ხელფასის გადახდა.

3. საწარმოს შექმნა: ეს საფეხური საშუალებას აძლევს დაბრუნებულ მოქალაქეს, სამშობლოში საკუთარი საწარმო გახსნან. მისი ბზინესპროექტის დაკმაყოფილებულის შემთხვევაში, დაბრუნებული ახალ საქმიანობას დაეუფლება და საწარმოს გახსნისთვის ფინანსური დახმარებით ისარგებლებს.

პროექტის განსახორციელებლად ქვეყანაში დაბრუნებული უნდა დაეკონტაქტოს OFII -ის ან მის ადგილობრივ წარმომადგენლობას და მას პროექტი წარუდგინოს, რათა მისი სანდოობა გადამოწმდეს.

ხელახალი ცხოვრების საწყისი ეტაპების დაწყებისთვის განკუთვნილი ფულადი დახმარების თანხის ოდენობა მერყეობს ქვეყნების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ მიგრანტების სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების წახალისების ანალოგიური სისტემა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის გერმანიაში.

დატოვე კომენტარი