საფრანგეთი ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

11:14, 19.03.2018

საფრანგეთი ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს და მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ აღნიშნულია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ყირიმის უკანონო ანექსიიდან ოთხი წლის შემდეგ საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 22-23 მარტს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან ივ ლე დრიანი კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავა, სადაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

საფრანგეთთან ერთად ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არც ევროკავშირი აღიარებს.

მსგავსი