საფრანგეთი 2025 წლისთვის სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას მხარს დაუჭერს
საფრანგეთი 2025 წლისთვის სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას მხარს დაუჭერს

საფრანგეთი 2025 წლისთვის სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა სერბ კოლეგა, ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ თუ ოფიციალური ბელგრადი აღნიშნულ დროში ყველა დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს, საფრანგეთი მის ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.

„თუ 2025 წლამდე სერბეთი დაკისრებული ვალდებულებებიდან ვერცერთის შესრულებას ვერ მოახერხებ, ის ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. მაგრამ თუ ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში გაუმჯობესდება კანონის უზენაესობა და განხორციელდება რეფორმები, სერბეთს ევროპული ოჯახის წევრობის შანსი ექნება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა სერბეთის კოსოვოსთან ურთიერთობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სერბეთმა აღნიშნული პრობლემა აუცილებლად უნდა მოაგვაროს.

კოსოვომ სერბეთისგან გამოყოფა და დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. მის დამოუკიდებლობას ამ დრომდე 100-ზე მეტი სახელმწიფო აღიარებს. მათ შორის არიან წამყვანი ქვეყნები. ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოდან კოსოვოს დამოუკიდებლობას მხოლოდ 5 ქვეყანა არ აღიარებს.