საფეხბურთო თრილერი ბათუმში - „დინამომ“ „ტორპედო“ დამატებულ წუთზე დაამარცხა #1TVSPORT
საფეხბურთო თრილერი ბათუმში - „დინამომ“ „ტორპედო“ დამატებულ წუთზე დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში მეხუთე გამარჯვება ბოლო წამებზე გატანილი გოლებით მოიგო – 3:2.

„ბათუმი არენაზე“ გამართული შეხვედრა ბათუმის „დინამომ“ კარგად დაიწყო და ძალიან სწრაფად, მე-3 წუთზე დაწინაურდა. გიორგი წიტაიშვილის ფლანგური გადაცემა ონორე გომისმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.

ქუთაისელებმა 28-ე წუთზე ანგარიში ფელიპე პირესის ზუსტი დარტყმით გაათანაბრეს. 38-ე წუთზე კი მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი არაბიძემ შეასრულა, მაგრამ მეკარე როინ კვასხვაძემ ბურთი მოიგერია. თუმცა ვიდერეფერიმ არბიტრს მომენტი გადაამოწმებინა და „დინამოს“ კარში საჯარიმო დარტყმა ხელახლა დაინიშნა, რომელიც ბიორ იონსენმა გამოიყენა და „ტორპედომ“ ტაიმი 2:1 მოიგო.

მეორე ნახევარში ბათუმის „დინამო“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა და მიზანს მიაღწია. 86-ე წუთზე ლევან ხარაბაძის დარტყმას პედრო მონტეირო გადაეღობა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 90+7-ე წუთზე კი ბათუმელებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც ლადო მამუჩაშვილმა შეასრულა და გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანა.

ბათუმის „დინამო“ მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულები არ დაუკარგავს და ხუთი ტურის შემდეგ 13 ქულით პირველ ადგილზეა, ქუთაისის „ტორპედო“ კი 6 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.