საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - დიდი პლუსია, გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა რომ იცის #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - დიდი პლუსია, გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა რომ იცის #1TVSPORT

საქართველოს არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა და თანაწამყვანმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა და ჩვენი გუნდის დიდ პლუსად შეთამაშებული შემადგენლობა დაასახელა.

„ძალიან დიდი პლუსია, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ვიცით და სქემაც დალაგებულია. მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძეა, მარცხნივ შენგელიაა ან წიტაიშვილი, ცენტრში კი სამი მცველია. შუა ხაზიც ცნობილია – არიან ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი.

ერთადერთი ცენტრალური თავდამხმელის პოზიციაა, სადაც ორივე კარგი ფეხბურთელია, ზივზივაძეც და მიქაუტაძეც. ჩემი აზრით, როდესაც გუნდი კონტრშეტევაზე თამაშობს, მიქაუტაძე უკეთესია. ჩვენი გუნდი კი, სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს თურქეთთან სწორედ ასე ითამაშებს. პლუს წინ კვარაცხელიაა.

სასტარტო 11 მოთამაშე ძირითადად ვიცით და ეს დიდი პლუსია. სხვათა შორის, ძალიან დიდი ხანია, ასეთი რამ არ მომხდარა, რომ გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა წინასწარ იცოდა“.