საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ ჩელებაძე - ბათუმის სტადიონს უნიკალური საფარი ექნება #1TVSPORT
რევაზ ჩელებაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ აჭარაში სტადიონების საფარის მდგომარეობაზე ილაპარაკა – ვეტერანმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ბათუმის ახალ სტადიონზე მალე უმაღლესი ხარისხის საფარი დაიგება.
„ახლა ბათუმსა და ქობულეთის სტადიონებზე მოედნის საფარის განახლება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ამის გამო აჭარული „დერბი დე ლა მანდარინა“ გორში გაიმართა, ქობულეთის „შუქურა“ კი ზესტაფონში თამაშობს. მაგრამ მოედანი მალე ორივეგან შეიცვლება“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ რევაზ ჩელებაძემ.
ვეტერანმა ფეხბურთელმა ბათუმის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებზე კონკრეტული დეტალები ახსენა.
„ბათუმში ძალიან კარგი სტადიონი აშენდა, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს, რომ სტადიონის 1/3-ს მზე ვერ ანათებს. ამან გამოიწვია საფარის პრობლემა. მაგრამ ახლა ჰიბრიდული საფარი კეთდება, რაც საუკეთესო საფარია. ეს ხარჯი საკუთარ თავზე კომპანია „ანაგმა“ აიღო. დარწმუნებული ვარ, ბათუმის სტადიონს უნიკალური საფარი ექნება, რაც მსოფლიოს ბევრ ცნობილ სტადიონზეა“.