საფეხბურთო ტაიმაუტი | გურამ გოშთელიანი - ჯგუფში თამაში მინდა, „საბურთალოში“ ამიტომ დავბრუნდი #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გურამ გოშთელიანი - ჯგუფში თამაში მინდა, „საბურთალოში“ ამიტომ დავბრუნდი #1TVSPORT

„საბურთალოს“ თავდამსხმელმა გურამ გოშთელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გუნდში დაბრუნებასადა მოახლოებულ ევრომატჩებზე ისაუბრა.

„ევროტურნირებზე მონაწილე ყველა ქართულ გუნდს ვუსურვებ წარმატებებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ავიხდენთ ოცნებას და რომელიმე ქართული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე გავა.

– გუნდს ახლახანს შევუერთდი და ორი თამაშის ჩატარება მოვახერხე. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდში მშენიერი განწყობაა და ბიჭები მოტივირებულები არიან, ეს თაასები კარგად ჩავატაროთ და ქართველები გავახაროთ.

– ბოლო ორი თამაში კარგად ჩავატარეთ. გუნდში ამაღლებული განწყობაა, სამი თამაში წაუგებლად მივდივართ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს განწყობა თამაშებზე გაგვყვება.

– ჩემი ოცნებაა, რომ „საბურთალოსთან“ ერთად მოვახერხო და ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშო. ნაჩქარევად ამიტომ დავბრუნდი და ძალიან მინდა ეს მატჩები ჩავატარო. ყველაფერს შევეცდები, რომ წინ და წინ ვიაროთ.

– ყოველთვის ყველაზე მაღალ შედეგზე ვფიქრობ და ისე არ ვარ, რომ ორი ეტაპი გადავლახო და კარგი იქნება – მინდა, ჯგუფში ვითამაშო. ესაა ჩემი მოტივაცია. ვნახოთ, რა იქნება.

– გულშემატკივარს მივმართავ, რომ ჩამოვდეს გორში. მხარი დაგვიჭიროს და ალბანური გუნდს ერთად დავამარცხებთ“, – ამბობს „საბურთალოს“ 26 წლის თავდამსხმელი.

კონფერენს ლიგის I შესარჩევი ეტაპზე „საბურთალო“ ალბანურ „პარტიზანს“ პირველ მატჩში 7 ივლისს გორის „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე უმასპინძლებს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში 14 ივლისს ტირანაში დაუპირისპირდება.