საფეხბურთო ტაიმაუტი | გოგა გახოკიძე - სანიოლი ძალიან გამბედავი მწვრთნელია, ბიჭებიც თავდაჯერებულები გადიან მოედანზე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, გოგა გახოკიძემ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.
„დადებითად შევაფასებ ამ სამ თამაშს. ყველა პოზიცია მინდა აღვნიშნო ყველა ფეხბურთელი თავდადებით თამაშობდა. ასეთი მონდომებით ჩვენ დიდი ხანია არ გვითამაშია. იმედია, 12 ივნისს მეოთხე შეხვედრასაც მოვიგებთ.
– აღსანიშნავია, რომ სანიოლმა ფეხბურთელები ძალიან კარგად გაიცნო, ძალიან გამბედავია, მოერგო ჩვენს ნაკრებს და ფეხბურთელების ხასიათს, იცის, გუნდში როგორი განწყობაა, ქმნის დიდ კონკურენციას.
– ზოგიერთი მწვრთნელი ერთ შემადგენლობას აყენებს და შემდეგ არა ცვლის. სანიოლმა გიბრალტართან ერთი დააყენა, ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან სხვა შემადგენლობები. ჯანსაღი კონკურენციის დროს კი ყველა ფეხბურთელი მობილიზებულია.
– კარგია, რომ ბიჭები თავდაჯერებულები გადიან მოედანზე, მაგრამ გრანდებთან შეხვედრაში მაქსიმუმი უნდა გააკეთო. თუმცა ძნელია იმის თქმა, რომ ჩვენ ამ ნაკრებს დავამარცხებთ. ასეთ ნაკრებებს დღეს კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან შეგვიძლია და მოვუგეთ კიდეც“.